კრებულის შესახებ
მთავარი რედაქტორი
წევრები
ავტორები
პუბლიკაციის გზამკვლევი
მიმდინარე
საკვანძო სიტყვები
არქივი
დაგვიკავშირდით
ᲕᲘᲜ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲘᲧᲝᲡ ᲐᲕᲢᲝᲠᲘ
„Art კვლევები“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების კრებულია.
„Art კვლევებში“ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებისა და საინფორმაციო სტატიების ავტორები არიან: სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელები, ასისტენტ-მკვლევარები და ინსტიტუტის სტრუქტურაში გაერთიანებული მუზეუმის თანამშრომლები. ასევე, ქართული კულტურისა და ხელოვნების კვლევით დაინტერესებული უცხოელი მკვლევარები, რომლებიც მუშაობენ უცხოეთის არქივებსა და მუზეუმებში ხელოვნებისა და მეცნიერების ქართველ მოღვაწეთა და, ზოგადად, ქართული კულტურის შესახებ დაცულ მასალებზე.
ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲖᲐᲛᲙᲕᲚᲔᲕᲘ ᲐᲕᲢᲝᲠᲗᲐᲗᲕᲘᲡ
ნაშრომის წარმოდგენის ფორმა
პირველ გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენაზე მოცემული უნდა იყოს: სტატიის სათაური, ავტორის/ავტორების სახელი, გვარი, ინსტიტუცია, აკადემიური ხარისხი / სტატუსი.
მონაცემების თანმიმდევრობა:
- ავტორის სახელი, გვარი;
- სათაური;
- საკვანძო სიტყვები;
- ტექსტი;
- წყაროების დამოწმება სქოლიოს პრინციპით;
- გამოყენებული ლიტერატურა;
- რეზიუმე ქართულად, ინგლისურად, გერმანულად.
ტექსტი:
- სტანდარტული ტექსტური რედაქტორი (MS Word). მხოლოდ ტექსტი, სურათების, გადატანის ნიშნების და სტილების გამოყენების გარეშე;
- შრიფტის ზომა ძირითადი ტექსტისთვის – 11;
- შრიფტის ზომა სქოლიოსთვის – 10;
- სტრიქონებს შორის დაცილება – 1,15;
- მინდორი: ყველა მხარეს – 2 სმ;
- შრიფტი ტექსტისათვის – Sylfaen;
- ტექსტის მოცულობა – 10-50 გვერდი;
- რეზიუმე – 500-1000 სიტყვა.
ვიზუალური მასალა:
- ვიზუალური მასალა უნდა იყოს თავისუფალ წვდომაში ან/და გამოყენების უფლებით;
- ფოტოები წარმოდგენილი უნდა იყოს JPG ან TIF ფაილების სახით (მაღალი გარჩევადობის, არა უმცირეს 300 dpi) ცალკე ფოლდერში, დანომრილი ტექსტურ ნაწილთან შესაბამისობაში;
- ილუსტრაციის მითთებისას ტექსტში გამოიყენება აღნიშვნა: სურ. …
- ილუსტრაციები უნდა დასათაურდეს ნუმერაციის მიხედვით და წარმოდგენილი იქნას სიის სახით.
სქოლიო:
სქოლიოში მიეთითება გამოყენებული ლიტერატურის მოკლე ვერსია, სათაურის საკვანძო სიტყვებით (სრული სათაურები მითითებული უნდა იყოს გამოყენებულ ლიტერატურაში).
მაგალითები:
- ბერიძე, საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994, გვ. 36
- იქვე. გვ. 40
- Lagerlöf S., Christ Legends, New York, 2014, p. 17
- იქვე 45
გამოყენებული ლიტერატურა:
- წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტის ბოლოს, ანბანის მიხედვით, ქართული და შემდეგ უცხოენოვანი ლიტერატურა;
- სათაურების დასახელებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი თანმიმდევრობა: ავტორის ან რედაქტორის გვარი, სახელის ინიციალი, სათაური, გამოცემის ადგილი და წელი, სტატიის შემთხვევაში – პირველი და ბოლო გვერდის ნომერი;
- ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომის მითითებისას აუცილებელია, ასევე, ავტორის, სათაურის, წელის და ვებგვერდის მისამართის მითითება.
მაგალითები:
- ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994.
- Amiranashvili Sh. Medieval Georgian Enamels. New York, 1965
- მაღრაძე ვ., დაკარგული მელოდიების კვალდაკვალ, ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება,“, #4, 1966, გვ. 16-27;
- Weitzmann K. The Mandylion and Constantin Porphyrogennetos. Cahiers Archéologiques, XI. Paris, 1960, p. 163-184
- თუმანიშვილი ე., სცენოგრაფიის განვითარების ტენდენციის შესახებ (ზოგადი სურათი-მონახაზი: 1920-1970-იანი წლები), Ars Georgica, 2017, ელექტრონული ჟურნალი http://georgianart.ge/index.php/ka/component/content/article/213.html?ed=18
- გაზ. „კომუნისტი“, #114, 1927.
რეზიუმე:
რეზიუმე უნდა ასახავდეს ნაშრომის ძირითად შინაარსსა და კვლევის შედეგებს.
ᲒᲐᲛᲝᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲓᲣᲠᲐ
კრებულში „Art კვლევები“ გამოსაქვეყნებელი ნაშრომების რეცენზენტები განისაზღვრება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე. ექსპერტთა რეცენზიები წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით (#2. 04.02.2021) განსაზღვრული გამომცემლობა „კენტავრში“ ნაშრომის წარდგენის წესის შესაბამისად, გამოიცემა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოველწლიური შრომების კრებული „Art კვლევები“.